აუტოიმუნური დაავადებები



ადამიანის სხეული ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარი თავის ყველაზე უბოროტესი მტერი ხდება. ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი მიზეზების გამო, ადამიანის იმუნური სისტემა ნაწილობრივ კარგავს უნარს გაარჩიოს „საკუთარი“ და „არასაკუთარი“ და იწყებს შეტევას საკუთარ სხეულის ჯანმრთელ უჯრედებზე. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც აუტოიმუნური დაავადება ეწოდა.

არსებობს მრავალი აუტოიმუნური დაავადება, ისინი მილიონობით ადამიანზე და მათ ავადობაზე ახდენს გავლენას, და მათი შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად მატულობს.

ქვემოთ მოყვანილია აუტოიმუნური დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ ნაჩვენებია და აპრობირებულია ჩანაცვლებითი თერაპია ინტრავენური იმუნოგლობულინებით (ივიგ):

1. იდიოპატიური თრომბოციტოპენიური პურპურა (ITP), იგივე აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა. ეს არის აუტოიმუნური სისხლდენა, გამოწვეული  სისხლის შედედებისთვის აუცილებელი თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით.  აუხსნელი  მიზეზების გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს საკუთარი სისხლის თრომბოციტებს. ლიმფოციტები იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ემაგრებიან საკუთარ თრომოციტებს და აქვეითებენ მათი შედედების უნარს. შემდგომში ისინი აღიქმება, როგორც „უცხო“ და იშლება ელენთაში. ასეთი მდგომარეობის დროს ტიპიურია ხშირი და ანომალური სისხლდენები, მრავალრიცხოვანი, გამონაყარის მსგავსი წვრილი ჩალურჯებები (პურპურა).

როგორც წესი, ბავშვებში ამ დაავადების მწვავე ფორმები ვითარდება, რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის შემდეგ სპონტანურად გამოსწორდეს. მოზრდილებში კი, ჩვეულებრივ ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

დაავადების სიხშირე დაბალია: 16 წლამდე ასაკში, წელიწადში 3 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე. 1,6 – 2,68 შემთხვევა 100 000 სულ მოსახლეზე მოზრდილ ასაკში, ქალების უმნიშვნელო უპირატესობით.

2. კავასაკის დაავადება, ცნობილი ასევე როგორც ლორწოვანის ლიმფური კვანძების სინდრომი, ვასკულიტების ფორმას წარმოადგენს, რომელიც მთელი სხელის სისხლძარღვების ანთებით მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს (იშვიათად 8 წლის ასაკამდე)

სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი ამ ბავშვებისთვის კეთილსაიმედოა. უმკურნალოდ პაციენტების მეთხედს ელოდება პრობლემები გულზე, მათ შორის ანევრიზმები კორონარული სისხლძარღვებზე. განვითარებულ ქვეყნებში კავასაკის დაავადება ბავშვებში გულის შეძენილი დაავადებების ძირითად მიზეზად ითვლება.

კავასაკის დაავადები მიზეზი მკვლევარებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, აგრეთვე ისიც მიეკუთვნოს ინფექციებს თუ ჩაითვალოს აუტოიმუნურ პასუხად.

ეფექტური მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს ჩანაცვლებით  თერაპიას ინტრავენური იმუნოგლობულინებით.