კრიტიკული თერაპია



კრიტიკული (ინტენსიური) თერაპია

კრიტიკული თერაპია, რომელსაც ასევე ინტენსიური თერაპია ეწოდება, არის პაციენტების ისეთი მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობისა და მდგომარეობების მჭიდრო მონიტორინგი და მკურნალობა, როგორიცაა: შოკი, დამწვრობა, უბედური შემთხვევები, რთული ქირურგიული ჩარევები, სეფსისი, სუნთქვის მწვავე პრობლემები. ყოველივე ეს, ჩვეულებრივ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ხორციელდება.

პლაზმისგან დამზადებული რამოდენიმე პრეპარატიდან კრიტიკულ თერაპიაში  ხშირად გამოიყენება:

 

ადამიანის ალბუმინი

ალბუმინი ადამიანის სისხლის პლაზმაში არსებული ცილებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტია და  სისხლის შრატის ცილის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

ალბუმინი არის მრავალფუნქციური ცილა, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ბიოლოგიური ფუნქციები და ეფექტურობა. ის ძირითადად გამოიყენება სისხლის მოცულობის შესანარჩუნებლად კრიტიკული მდგომარეობების დროს პაციენტებში სისხლის დაქვეითებული მოცულობების დროს (ჰიპოვოლემია).

ადამიანის ალბუმინი, როგორც თერაპიული აგენტი, ინტენსიურ თერაპიაში 60 წელზე მეტია რაც გამოიყენება.

 

ანტირომბინი

ანტირომბინი არის პლაზმის ცილა, რომელიც ახდენს პლაზმური ფერმენტის თრომბინის ინაქტივაციას. თრომბინ მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში. ანტირომბინი მოქმედებს როგორც ძლიერ ანტიკოაგულანტ და გამოიყენება თრომბინის შეძენილი დეფიციტის სამკურნალოდ სისხლძარღვთა შიდა დისიმინერებული შედედების (თრომბოჰემორაგიული) სინდრომის განვითარების დროს, რომელიც თავის მხრივ სეფსისის, მრავალრიცხოვანი ტრავმის, მძიმე დამწვრობის, ორსულობების გართულებების, ფართო ქირურგიული ოპერაციების დროს შეიძლება განვითარდეს.

ანტირომბინი გამოიყენება თანდაყოლილი ანტირომბინის დეფიციტის მქონე პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკისთვის კლინიკის პირობებში (განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევებისი დროს ან პერი- მშობიარობის შემდგომი პერიოდში). გამოიყენება ასევე პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოემბოლიების პროგრესირების პრევენციისთვის ჰეპარინთან კომბინაციაში, ჩვენების შემთხვევაში.