იმუნოდეფიციტი



როდესაც იმუნურ სისტემიდა ერთი ფრაგმენტი ამოვარდნილია ან ის ფუნქციონირებს ცუდად, ვამბობთ, რომ იმუნური სისტემა დეფიციტურია. ყველაზე ხშირად ეს განპირობებულია დაკარგული ან დეფექტური T- ან B- ლიმფოციტებით ან ანტისხეულების არაადეკვატურ გამომუშავებით. აღნიშნულის შედეგად ორგანიზმი დაუცველი რჩება იმ ინფექციების მიმართაც, რომლებიც ჩვეულებრივ  შემთხვევებში ადვილად გაუმკლავდებოდა.

იმუნოდეფიციტები შეიძლება იყოს "პირველადი", ანუ თანდაყოლილი და ჩვეულებრივ ის გენეტიკურია, ან "მეორადი". მეორადი იმუნოდეფიციტები მრავალი მიზეზის გამო შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში: დაავადებები, არასრულფასოვანი კვება, სიბერე, გარკვეული მედიკამენტები, ქიმიო- და რადიაციული თერაპია და სტრესი. მეორადი იმუნოდეფიციტის ყველაზე ცნობილი მიზეზი, თუმცა არა ყველაზე გავრცელებული, არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შიდსი (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია 185 პირველადი იმუნოდეფიციტის ჩამონათვალი. მათგან უმეტესი ნაწილი ვითარდება ანტისხეულების გამომუშავების დაქვეითების გამო, ამიტომ მათ პირველადი ანტისხეულების დეფიციტი (PAD) ეწოდა. ეს დარღვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ძირითადი ნიშნებით და ხარვეზებით, თუმცა მრავალი მათგანის მართვა არის შესაძლებელია. სიმპტომების შემცირება თუ შერბილება შესაძლებელია იმუნოგლობულინების რეგულარული ინფუზიებით. აღნიშნული მდგომარეობების სამკურნალოდ, ჩატარებული და მიმდინარე კვლევებისა და განვითარების შედეგად Kedrion-ის მიერ მოწოდებულია ინტრავენური იმუნოგლობულინებით მკურნალობა.

ჩანაცვლებითი თერაპია იმუნოგლობულინებით პირველადი ანტისხეულების დეფიციტების დროს ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამცირებს ინფექციის განვითარების სიხშირეს და სიმძიმეს .