ნევროლოგია



1. გიიენ-ბარეს (Guillain-Barré) სინდრომი - ეს იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა.

(1-2 შემთხვევა 100000 ადამიანზე), რომლის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს საკუთარი პერიფერიული ნერვული სისტემის  მიელინის გარსს, ანუ ნერვების  გარე დამცავ ფენას, და ზოგჯერ თვითონ ნერვებსაც. შედეგად პაციენტს უჩნდება ჩხვლეტების შეგრძნება და სისუსტე ქვედა კიდურებში, რომლის გავრცელების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში დამბლა შეიძლება განვითარდეს.

სიმპტომების დამძიმება რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო სტაბილიზაციისა და აღდგენის პროცესი შეიძლება რამოდენიმე კვირა, თვე და ზოგჯერ წელიც გაგრძელდეს. პაციენტების უმრავლესობა უკიდურესად მძიმე სიმპტომებისგანაც კი თავისუფლდება, თუმცა სრულიაღდგენის პროცესს რამოდენიმე თვე, და/ან რამოდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს.

ამ უტოიმუნური პასუხის მიზეზი უცნობია, მისი მიზეზი ზოგჯერ შეიძლება ინფექციები, ქირურგიული ჩარევა ან ვაქცინაცია გახდეს.

ჩანაცვლებითი თერაპია ინტრავენური იმუნოგლობულინების მაღალი დოზებით გიიენ-ბარეს (Guillain-Barré) სინდრომის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა, რომელსაც შეუძლია დაავადების სიმტომების შემცირება და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება.

2. ქრონიკული ინფლამატორული (ანთებადი) მადემიელინიზირებადი პოლინეიროპათია (CIDP) - შეიძლება ჩაითვალოს გიიენ-ბარეს (Guillain-Barré) სინდრომის ქრონიკულ ფორმად, რომელსაც პერიფერიული ნერვების დემიელინიზაცია იწვევს. აღნიშნულის გამო ქვეითდება შეგრძნებები, მოტორული სისუსტე და სენსორული სიმპტომები.

ამ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი, სხვადასხვა შეფასებებით 0.8 დან 8.4 შეადგენს 100000 ადამიანზე. პაციენტების 50%-ზე მეტს უვითარდება დროებითი შეზღუდვები (შრომის უუნარობა), პაციენტების 10%-ში კი ვითარდება მყარი ინვალიდობა ან მთავრდება ლეტალური შედეგით.

ქრონიკული ინფლამატორული (ანთებადი) მადემიელინიზირებადი პოლინეიროპათის (CIDP) მიზეზი ჯერ ისევ უცნობი რჩება, თუმცა არსებული მონაცემების ადასტურებს იმუნურ პათოგენეზს. პლაზმაფერეზი, პერორალური კორტიკოსტეროიდები და ინტრავენური იმუნოგლობულინები (IVIg) მკურნალობის ეფექტური საშუალებებია, თუმცა მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება პერიფერიული ნერვების პერმანენტული დაზიანების თავიდან ასაცილებლად.