პასიური იმუნიზაცია



პასიური იმუნიზაციის დროს ადამიანის ორგანიზმს წინასწარ ფორმირებული ანტისხეულები მიეწოდება, რაც ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.

არსებობს რამოდენიმე მდგომარეობა, რომლის დროსაც შესაძლებელია პასიური იმუნიზაციის გამოყენება: 

- პაციენტებში თანდაყოლილი ან/და შეძენილი იმუნოდეფიციტით;

- პროფილაქტიკური მიზნით, როდესაც სახეზეა კონკრეტულ ინფექციასთნ კონტაქტის საშიშროება; ან უკვე შეძენილი დაავადების სამკურნალოდ.

 

ჰეპატიტი B

ღვიძლის ინფექციის, ქრონიკული B - ჰეპატიტის  ვირუსი (HBV) წელიწადში დაახლოებით 400 მილიონ ადამიანს აავადებს მთელ მსოფლიოში და 600 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზს უკავშირდება. ღვიძლის ციროზი და კიბო, ასოცირებული B - ჰეპატიტის ვირუსთან (HBV) სიკვდილის რისკის სამუდამო მიზეზი ხდება, საიდანაც 25-40% სიკვდილით მთავრდება. ღვიძლის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) ზოგჯერ ერთადერთ ალტერნატივაა გართულებების სამკურნალოდ.  თუმცა ღვიძლის გადანერგვას შეიძლება თან ახლდეს ჰეპატიტის ვირუსით (HBV) რეინფექცია, რაც ღვიძლის სწრაფად პროგრესირებად დაავადებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადარჩენის შანსებს.  რეინფექცია შესაძლებელია ეფექტურად იქნას აცილებული B - ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შეყვანით ორგანიზმში ცალკე, ან კომბინაციაში ბოლო დროს გამოყენებად, ანტივირუსული ნუკლეოზიდ / ნუკლეოტიდის ანალოგებთან ერთად. ეს პრევენციული რეჟიმი ამცირებს B - ჰეპატიტის ინფექციის რისკს და შესაბამისად რეტრანსპლანტაციის აუცილებლობას.

 

ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება

იგივე ახალშობილთა ერითრობლასტოზი, ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებაა (HDN), რომლის განვითარების მიზეზს დედისა და ახალშობილის სისხლის განსხვავებული და შეუთავსებელი ტიპები წარმოადგენს.  ორსულობისას ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში, საკმარისია ნაყოფის სისხლის წითელი უჯრედებიდან რომელიმემ მაინც გადაკვეთოს პლაცენტა და მოხვდეს დედის სისხლში, რომ  დედის ორგანიზმის იმუნური სისტემა მას აღიქვავს როგორც „უცხოს“ და დაიწყებს ანტისხეულების გამომუშავებას მათ წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში თუ ეს გამომუშავებული ანტისხეულები გაივლიან პლაცენტას და მოხვდებიან ნაყოფის სისხლში ისინი ემბრიონული ერითროციტების დაშლას დაიწყებს.

რადგან ანტისხეულების გამომუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, პირველ ბავშვს შეიძლება სერიოზულად არც დაზიანდეს, თუმცა დედის იმუნური სისტემა სენსიბილიზირებული იქნება ამ შეუთავსებელი ერითროციტების მიმართ და შემდგომი ორსულობები სერიოზული საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს მსგასი შეუთავსებლობების პირობებში.

ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების (HDN) განსაკუთრებულად სერიოზულ ტიპს   რეზუს ფაქტორის (Rh) შეუთავსებლობა წარმოადგენს, ამ დროს დედას აქვს Rh უარყოფითი ტიპის სისხლი, ხოლო ნაყოფს Rh დადებითი.

აღნიშნული დაავადება მეტად სერიოზულია თუმცა ის იშვიათად გამოვლინდება და მისი პრევენციაც შესაძლებელია.

ანტი რეზუს იმუნოგლობულინი ანტი--ანტიგენით იცავს Rh (D) - უარყოფით ქალებს სენსიბილიზაციისგან Rh (D) – დადებითი ერითროციტებზე.

 

ტეტანუსი

სერიოზული დაავადებაა, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს და კუნთების მძიმე კონტრაქტურებს იწვევს, განსაკუთრებით კისრისა და ყელის მიდამოებში (მას ზოგჯერ „იდაყვსაც“ უწოდებენ). მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის სახიფათოა.