პლაზმა



როდეს ჩვენ ვამბობთ Keep Life Flowing (შეინარჩუნე ცხოვრების დინება) ვგულისხმობთ პლაზმას - სიცოცხლის სითხეს, როგორც ამ ფრაზის დანიშნულების განმსაზღვრელს. „კედრიონი“-ს მისიაა დაამყაროს და გაადვილოს კავშირი დონორსა და რეციპიენტს შორის პლაზმის მოგროვებისა და მისი პრეპარტებად გარდაქმნის გზით.

რა არის პლაზმა      

პლაზმა სისხლის ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მის დინებას უზრუნველყოფს. ეს არის სითხე, რომელსაც სისხლის უჯრედები მთელ ორგანიზმში გადააქვს: წითელი  უჯრედები, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი, თეთრი უჯრედები, რომელიც ებრძვის დაავადებებს და ეხმარება შეხორცებას, თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობს სისხლდენის შეჩერებაში. თუ პლაზმას ყველა აღნიშნულ უჯრედს მოაცილებთ დაგრჩებათ ჩალისფერი სითხე, რომლის ძირითადი ნაწილია წყალი, დაახლოებით 92%, დანარჩენი კი სხვადასხვა ელემენტებია ხსნარში, რომელიც ასევე ერთნაირად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის.

პლაზმას გადააქვს ანტისხეულები, შემადედებელი ცილები, ჰორმონები და ფერმენტები. ამარაგებს ორგანიზმის უჯრედებს საკვები ნივთიერებებით (შაქრები, ცხიმები, მარილები, მინერალები და ა.შ.) და აცილებს მათ ნარჩენებს (ნახშირმჟავა გაზი, რძის მჟავა და ა.შ.). პლაზმა მონაწილეობს სისხლის წნევისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.

როგორ შეიძლება პლაზმის მიღება

პლაზმა შესაძლებელია გამოცალკავდეს სისხლიდან წითელი და თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების მოცილებით, რაც სისხლის ცენტრიფუგაში მაღალი სიჩქარით ბრუნვით არის შესაძლებელია. მყარი ნაწილები დაილექება კონტეინერის ძირზე, ხოლო პლაზმა დარჩება ზემოთ.  

მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი სისხლის გაღება (სისხლის დონორობა), უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც გრძელდება მხოლოდ 10-12 წუთი (ემატება გარკვეული დრო პროცედურის მოსამზადებლად და დასასრულებლად), თუმცა ნაკლებად არის ინფორმირებული რომ შესაძლებელია მხოლოდ პლაზმის გაღებაც (პლაზმის დონორობა) ე. წ. პლაზმაფერეზის პროცედურით. ამ დროს აფერეზის აპარატით დონორის სისხლიდან გამოცალკავდება პლაზმა (ჩვეულებრივ 650 – 880 მლ), ხოლო სისხლის უჯრედები და თრომბოციტები უბრუნდება დონორს. აღნიშნულ პროცედურას დაახლოებით 45 წუთის სჭირდება. პლაზმას ორგანიზმში სწრაფად აღიდგენს, ამიტომ დონაციების სიხშირე გაცილებით მაღალია (35-40 წელიწადში). კონკრეტულ ქვეყანაში პლაზმის დონაციების რაოდენობას ამ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები განსაზღვრავს.

კომპანია კედრიონ-ი დონორებისგან პლაზმას აგროვებს პლაზმის თანამედროვე ცენტრებში: იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში და აშშ-ში. იტალიაში მჭიდროდ თანამშრომლობს დონორების ასოციაციებთან და ჯანდაცვის ნაციონალურ სისტემასთან.

პლაზმიდან სანკურნალო საშუალებებამდე

აღების შემდეგ პლაზმა სწრაფად უნდა გაიყინოს, რის შემდეგ შესაძლებელია მისი უსაფრთხო შენახვა. პლაზმა გამოიყენება როგორც ნედლეული პლაზმის პრეპარატების დასამზადებლად. აღნიშნულისთვის კი პლაზმა იშლება მის შემადგენელ სხვადასხვა ნაწილად, რასაც ფრაქციონირება ეწოდება. გამოცალკავებული ცილები იხვეწება და მუშავდება პლაზმის მთელი რიგი ისეთი პროდუქტების  დასამზადებლად, როგორიცაა ალბუმინი და იმუნოგლობულინები - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აუცილებელია ისეთი დაავადების მქონე პაციენტების გადასარჩენად თუ მათი სიცოცხლის გასაუმჯობესებლად (ჰემოფილია და იმუნური სისტემის დეფიციტები).

კედრიონი ქმნის და ამზადებს სპეციალიზირებულ ცილოვან პრეპარატებს და ავრცელებს მათ მსოფლიოს 100 ქვეყანაში. ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს დინებით: თანამშრომლობით დონორებისა და პაციენტების ასოციაციებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სისტემებთან. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავავრცელოთ ყველაზე მაღალი თერაპიული სტანდარტები რათა მკურნალობის მიღწევა გლობალურად გახდეს შესაძლებელი.

კედრიონი ნერგავს, ეხმარება და დოკუმენტურად ადასტურებს ყველა პროცესს და აქტივობას ხარისხის ყველაზე მაღალის სტანდარტების შესაბამისად QSEAL -ის ჩათვლით (უნაკლო, გარანტირებული და სალიდერო ხარისხის  სტანდარტები) მოწოდებული პლაზმის პროტეინების თერაპიული ასოციაციის მიერ (PPTA).